სიახლეები

ახალი iPad იყენებს Retina-გრაფიკას გამოსახულების მაშტაბირებისას

230views

ცნობილი გახდა ერთი საინტერესო მომენტი ახალ iPad-ში, რაც შესაძლოა თქვენთვის არ არის ცნობილი. კერძოდ, ის იყენებს Retina Display გრაფიკას არა უნივერსალური აპლიკაციების გაშვებისას.

ეს ამ დღეებში აღმოჩენილი პატარა „ხრიკია“, თანაც ფრიად გამოსადეგი, ვინაიდან ძალიან ბევრი აპლიკაციაა, რომელიც დაწერილია მხოლოდ iPhone-ისათვის. ზუსტად მათთვის ახალი iPad გამოიყენებს გრაფიკაში Retina-სტილს გამოსახულების მასშტაბირებისას.

ზემოთ მოყვანილ ეკრანულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ეს ქმედება. თუმცა უშუალოდ მოწყობილობის ეკრანზე განსხვავება უკეთ გამოჩნდება. მასშტაბირებული გამოსახულება არ გამოიყურება ისე კარგად, როგორც ახალი iPad-ისათვის დაწერილი აპლიკაციის გრაფიკა, თუმცა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ორიგინალი iPhone-ის გრაფიკა. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ ის აოლიკაციების კი, რომლებიც არ არის დაწერილი iPad-ისათვის, უკეთ გამოჩდნება ეკრანზე, ვიდრე ეს ხდებოდა iPad-ის ადრეულ ვერსიებში.

წყარო: tuaw.com

Comments

comments

Leave a Response