სიახლეები

Adobe Photoshop CS6 ხელმისაწვდომია საჯარო ბეტა-ტესტირებისათვის

337views

Adobe-მა გამოუშვა Photoshop CS6-ის საჯარო ბეტა-ვერსია. როგორც მითითებულია პრეს-რელიზში, კომერციული ვერსია ამ წლის პირველ ნაწილში გამოვა Mac-ისა და Windows-ისათვის. საბოლოო ფასები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

Macworld-ის მონაცემებით, Photoshop-ის ახალი ვერსია მხოლოდ 64 ბიტიან რეჟიმში მუშაობს და 32 ბიტიანი ვერსია აღარ არის ხელმისაწვდომი. CNet წარმოგვიდგენს თავის მოსაზრებას ახალი ვერსიის შესახებ:

ახალ ვერსიაში იმდენი სიახლეა, რომ არც კი ვიცი რითი დავიწყო. Adobe-ს ისტორიაში ეს პირველი საჯარო ბეტა-ვერსიაა თავისი უმნიშვნელოვანესი პროდუქტისა. აგრეთვე ის პირველია, სადაც დაინერგა DRM-ის ახალი ვერსია. ეს პირველი სტანდარტული ვერსიაა,სადაც შესაძლებელია ვიდეოზე მუშაობა. აგრეთვე ამ ვერსიაში ინტეგრირებულია  MercuryGraphics Engine (MGE) გრაფიკული აჩქარება. და პირველად 20 წლის განმავლობაში Photoshop-ის დიზაინი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ახალი ფუქნცია:

Adobe Photoshop CS6 Beta ხელმისაწვდომია აქედან.

წყარო: macrumors.com

Comments

comments

Leave a Response