სიახლეები

Samsung ამტკიცებს, რომ Apple 7.85 დუიმიან ტაბლეტს გამოუშვებს

343views

Korea Times-ის მტკიცებით, „Samsung-ის მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა“ მათ გაანდო ინსაიდერული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელს კომპანიის ხელშეკრულება Apple-თან გაიზრდება 7.8 მლრდ დოლარიდან 11 მლრდ დოლარამდე. თანხების ზრდა გამოწვეული იქნება Apple-ის მხრიდან iPad-ის ახალი, 7.85 დუიმიანი მოდელის მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენით.

იგივე ინსაიდერის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე შეთანხმებულია საერთო ჯამში 9.7 მლრდ დოლარის პროდუქციის მიწოდება, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება — კუპერტინოში დაიბევეს მეხსიერების, დამხმარე ჩიპებისა და სხვა მაკომპლექტებელის დამატებითი მოცულობები.

უნდა აღინიშნოს, რომ ჭორები „პაწია iPad-ის“ შესახებ ქსელში უკვე დიდი ხანია მოძრაობს. როდესაც საუბარი მიდის ეკრანის ზომაზე, ყველა უთითებს 7-8 დუიმს, ხოლო ფასს რაც შეეხება — 200-იდან 300 დოლარამდე. ეს საშუალებას მისცემს Apple-ს ეფექტურად ებრძოლოს Amazon Kindle Fire-ს.

როგორც ცნობილია, ისტორია მეორდება. 2003 წლის აპრილის ბოლოს Apple-მა წარმოადგინა iPod-ის მესამე თაობა. მათში გადამუშავებული იყო სენსორული ინტერფეისი, მოწყობილობა გახდა უფრო თხელი, უკეთ უჭერდა მხარს Windows-ს კომპიუტერებს. რვა თვის შემდეგ კომპანია ყველსთვის მოულოდნელად ბაზარზე უშვებს iPod mini-ს. უფრო მცირე ზომის, მეხსიერების ნაკლები მოცულობით და ნაკლებ ფასად, mini სწრაფად გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკალური დამკვრელი. ასე დაიწყო iPod-ის ეპოქა.

ორშაბათს, 12 მარტს ასევე მოვიდა შეტყობინება, რომ Apple-მა დადო ხელშეკრულება ეკრანების ორ მომწოდებელთან (LG Display და AU Optronics) 7.85 დუიმის ზომის ეკრანების მოწოდებაზე მ.წ. მესამე კვარტლისათვის.

წყარო: AppleInsider.com

Comments

comments

Leave a Response