სიახლეები

iPad უძლეველია

287views

go.ge-ს რედაქციისაგან: ეს სტატია ეკუთვნის ფარჰად მანიოს და ის 2012 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემაში Slate Magazine, რის შემდეგაც დიდი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს, რომელიც დიმიტრი გოგელიას ეკუთვნის:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დიდი, ტექნოლოგიური კომპანიის მმართველი და ამ კომპანიის დასახელება არ არის Apple. დავუშვათ, რომ თქვენ ხართ სტივ ბალმერი, მაიკლ დელი, მეგ უიტმანი, ლარი პეიჯი, ან პოლ ოტელინი. როგორი შეგრძნებები გექნებათ მას შემდეგ, რაც Apple-ის გენერალური დირექტორი წარუდგენს საზოგადოებას ახალ iPad-ს?

თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ მოწყობილობას, ვინაიდან განახლებები მინიმალურია, იგივე კორპუსია დატოვებული, მაგრამ უკეთესი ეკრანით და მობილურ ქსელში უფრო სწრაფი წვდომით? თუ თქვენი ძილი შფოთიანი გახდა? ლოგინში წრიალებთ, განიცდით, რომ Apple-ის ახალი მოწყობილობა გადასარევი რამ არის, რაც კომპანიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს ბაზარზე, როგორც უდავო ლიდერისა? იქნებ, ბოლო ორი დღე კიდევ უფრო მძიმე იყო თქვენთვის? შესაძლოა, თქვენ პარალიზებული ხართ შეცბუნების გამო, გეშინიათ, რომ კუთხეში მოგიმწყვდიეს ამ iPad-ით და არ არსებობს რაიმე შანსი, რომ დაამარცხოთ იგი.

თქვენთვისვე უკეთესი იქნება, ჩემო ჰიპოთეტურო CEO-მეგობარო, რომ შეშინებული იყოთ.

გამიგონეთ, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ არ მეყოფა ზედსართავი სახელები იმისათვის, რომ ავღწერო Apple-ის უზარმაზარი, გასაოცარი, უმნიშვნელოვანესი, არაჩვეულებრივი და მზარდი პოზიცია პლანშეტების ბაზარზე. მაგრამ ვფიქრობ, გაზვიადება გამართლებულია, ვინაიდან განვიცდი, რომ Apple-ის კონკურენტები ბოლომდე ვერ ათვიცნობიერებენ პოტენციური ჩავარდნის მაშტაბებს, რომელიც მათ ემუქრებათ. 2010 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც ცხადი გახდა, რომ იმ დროისათვის ჯერ კიდევ ახალბედა iPad გაყიდვების ჰიტი გახდებოდა, მე წარმოვიდგინე პლანშეტების ბაზრის განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი. ჯერ ერთი, ყველაფერი შესაძლია განვითარებულიყო ისე, როგორც ეს მოხდა სმარტფონების ბაზარზე — იქ, სადაც Apple აკონტროლებს გაყიდვების ნორმალურ და მოგების დიდ ნაწილს, მაგრამ სადაც კომპანიის წარმატება იზღუდება კონკურენტების მიერ, რომელთა პროდუქტები აღიქმება მისაღებ ალტერნატივად. თუ პლანშეტების ბაზარი ჩამოყალიბდება სმარტფონების ბაზრის მსგავსად, ეს ვერ იქნება საუკეთესო სიტუაცია ისეთი კომპანიებისათვის, როგორებიცაა Microsoft, Dell, Intel, HP, Samsung, HTC ან Google, მაგრამ არც კატასტროფა არ იქნება.

მეორე პოტენციური სცენარი კიდევ უფრო ნაკლებად ოპტიმისტურია Apple-ის კონკურენტებისათვის. iPod-ის მოდელი. ამ სცენარის მიხედვით Apple იწყებს იმით, რომ უშვებს ახალ, კატეგორიის განმსაზღვრელ პროდუქტს. მას შემდეგ, რაც კონკურენტები როგორღაც გასცემენ მეტ-ნაკლებად ადექვატურ პასუხს, Apple შეუჩერებლად უშვებს პოდუქტის თანდათან გაუმჯობესებად ვერსიებს ყოველწლიურად, ამასთან ყოველ ჯერზე კონკურენტებისათვის მიუწვდომელ დონეზე რჩება. ამასთან ამავდროულად კომპანია ფასს აკლებს პროდუქტზე და აფართოვებს სამოდელო ხაზს, რის გამოც პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისათვის. ამის შემდეგ Apple პოულობს შესაძლებლობას კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა ქსელური ეფექტების და მყიდველთა თავისთანან დატოვების ხარჯზე (iPod-ის შემთხვევაში კომპანიამ ამას მიაღწია iTunes-ისა და მუსიკალური მაღაზიის მეშვეობით). ერთად მოკრიბეთ ყველა ეს ფაქტი და თქვენ მიიღებთ უძლეველ მოწყობილობას. 2011 წელს, ანონსიდან 10 წლის შემდეგ, iPod კვლავ ბაზრის დაუჯერებელ 78% იკავებს.

უკვე ორი წელია, რაც Apple-ის პლანშეტი გაყიდვაში გამოვიდა. კონკურენტებმა გამოუშვეს ათობით ალტერნატიული ვერსია, მაგრამ iPad კვლავ აკონტროლებს ბაზრის 60%. უფრო მეტიც, ბაზრის დანარჩენი წილის უდიდესი ნაწილი ორ მოწყობილობაზე მოდის — Amazon Kindle Fire და Barnes&Noble Nook. ახალი iPad-ის გამოშვების ღონისძიებაზე Apple-მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაემეორებინა iPod-ის ისტორია. ჯერ ერთი, ახალი Retina ეკრანი და 4G ქსელების მხარდაჭერა აუმჯობესებს მოწყობილობას იმდენად, რომ შეუძლებელი გახდეს მასთან მიახლოება, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გავუსწროთ. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კუკმა გააფართოვა საპროდუქტო ხაზი და დასწია ფასები. ახალი iPad 499 დოლარი ღირს, ხოლო უფრო ძველი მოდელი — 399 დოლარი. ხედავთ, რა ხდება? iPad-ის ბაზარი სულ უფრო მეტად ემსგავსება იმას, რაც მოხდა iPod-ის შემთხვევაში. ისევე როგორც სიქველების უმეტესობის შემთხვევაში, აქ ყველაფერი კიდევ უფრო მაშტაბურად იქნება და კიდევ უფრო საშინლად ყველა კონკურენტისათვის.

მოდით კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ — Apple-ის ერთ-ერთი კონკურენტი ხართ. როგორ შეგიძლიათ სძლიოთ iPad-ს? ფასით ნაღდათ ვერა. ახალ iPad-ამდეც კი ძალიან ძნელი იყო Apple-თან ბრძოლა ფასებით და თან მოგების შენარჩუნება. ახლა ყველაზე იაფი iPad 399 დოლარი ღირს და კიდევ უფრო რთული იქნება ბრძოლა. ვინაიდან Apple-მა გამოიყენა ნაღდი ფულის საკუთარი მარაგები, რათა დაეჯავშნა საკვანძო კომპონენტები — მაგალითად, სენსორული ეკრანები, ბევრი კონკურენტი თავს აღმოაჩენს სიტუაციაში, როდესაც შესაბამისი შესაძლებლობების პლანშეტის გამოშვების ერთადერთი შანსია — ამ მოწყობილობის უფრო ნაკლებ ფასში გაყიდვა და შედეგად მოგების დაკრგვა. მაგრამ ამის გაკეთება რთულია, თუ არ გაქვთ შემოსავლის სხვა წყარო, მაგალითად შიგთავსის დიდი მაღაზია.

კარგი, მაშასადამე, ფასით ვერ გავქაჩავთ. იქნებ, მოწყობილობის შესაძლებლობებით? რა მოხდება, თუ შეძლებთ გამოუშვათ პლანშეტი, სადაც იქნება ყველაფერი, რაც Apple-მა არ დაამატა iPad-ში? ეს ზუსტად ისაა, რაც კონკურენტთა უმეტესობამ სცადა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ ვარიანტმა არ გაამართლა. პრობლემის ნაწილი არის ის, რომ არავის არ სჭორდება ვითომდა iPad-ის გაუმჯობესებები — Flash და დამატებითი ფოსოები, მაგალითად. მაგრამ უფრო სერიოზული პრობლემა იმაშია, რომ ტექნოლოგიური მხრიდან კონკურენტებს აქვთ სერიოზული სირთულეები იმაში, რომ აჯობონ Apple-ს მოწყობილობის ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობებში. iPad-ისათვის სპეციალურად შემუშავებული პროცესორიდა აკუმულატორების ტექნოლოგია ნიშნავს, რომ მოწყობილობა ხდება სულ უფრო ძლიერი ავტონომიურად მუშაობის დროის შემცირების გარეშე. Apple-ის ვერცერთმა კონკურენტმა ვერ შეძლო თუნდაც iPad-ის მსგავსი ავტონომიურობის მიღწევა თავის მოწყობილობაში.

კარგი, თუ შეუძლებელია iPad-ის დამარცხება აპარატურულ ნაწილში, იქნებ ეს გაგვეკეთებინა პროგრამულად? როგორც გასულ კვირას დავწერე, მე მგზნებარეთ ვნატრობ ვიხილო პლანშეტი Microsoft Windows-ის ახალი ვერსიით. მაგრამ თუ Windows 8-ით აღჭურვილი პლანშეტები არაჩვეულებრივი აღმოჩნდება — დიდი „თუ“, ვინაიდან ჩვენ ჯერ არ გვინახავს ღირსეული პლანშეტი ახალი საოპერაციო სისტემისათვის — მათ მაინც არ ექნებათ პლანშეტისათვის ოპტიმიზირებული აპლიკაციების საკმარისი რაოდენობა. ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანები ირჩევენ პლანშეტს, აპლიკაციების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, ვიდრე ტელეფონის არჩევისას: ტელეფონის გამოყენება სრულებით შესაძლებელია დამატებითი აპლიკაციების გარეშე, მაგრამ რა აზრი აქვს პლანშეტს, რომლისთვისაც არ არსებობს აპლიკაციები?

Microsoft შესაძლოა აღმოჩნდეს თავისი ქსელური ეფექტურობის საპირისპირო მხარეზე, იმავე მდგომარეობაში, რომელშიც კომპანიამ ადრე უკვე მოიმწყვდია Apple პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე: მომხმარებელები აირჩევენ iPad-ს Microsoft-ის პლანშეტის ნაცვლად იმიტომ, რომ iPad-ისათვის 200 ათასი აპლიკაცია არსებობს, ხოლო Windows-ისათვის — თითქმის არაფერი. ეს სიტუაცია ასევე იმოქმედებს დეველოპერებზე და უბიძგებს მათ iPad-ისაკენ Windows-ის ნაცვლად — იქ არის მყიდველთა ძირითადი ნაწილი — რაც კიდევ უფრო გაზრდის iPad-ების გაყიდვებს. რაღაც მომენტში კლინეტების დამოკიდებულება მოწყობილობაზე ფრიად მნიშვნელოვანი ხდება: თუ თქვენი ბოლო პლანშეტი — iPad-ია, თქვენი მომდევნო პლანშეტი აგრეთვე iPad გახდება, ვინაიდან იქ უკვე არის ყველა თქვენი აპლიკაცია.

არის კიდევ ერთი პოტენციური ვარიანტი Apple-ის კონკურენტებისათვის, მაგრამ იმდენად ნაკლებსავარაუდო, რომ თითქმის გიჟობად შეიძლება ჩაითვალოს: რა მოხდება, თუ მთელი ეს პლანშეტებით გატაცება მხოლოდ მყისიერია? ეს თეორია იმ მკითხველებისაგან გამიგონია, რომლებიც საგონებელში არიან ჩავარდნილი პლანშეტებით პერსონალური კომპიუტერების ბაზრიდან განდევნის შესახებ წინასწარმეტყველებებით. არსებობს მომხმარებელთა ხმაურიანი ჯგუფი, რომელიც თვლიან, რომ iPad ვერასოდეს ვერ გახდება კარგი უფრო მეტისათვის, ვიდრე შიგთავსის ზანტი მოხმარებაა. დიახ, ხალხი ახლა დაფაცურებულია და ყიდულობს პლანშეტებს, მაგრამ როგორც კი ჩვენ გავიაზრებთ მათ შეზღუდულობას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ კომპიუტერებს.

მეეჭვება, რომ ასე მოხდეს — დარგის ყველა ტრენდი გვიჩვენებს იმას, რომ ბევრ ადამიანს სჭირდება მცირ ზომის, მარტივი და ადვილად სამართავი კომპიუტერი სახლისა და სამსახურისათვის და დიახ, ეს პლანშეტია. მაგრამ მე მაინტერესებს, ხომ არ აპირებენ Apple-ის კონკურენტები ჩუმ-ჩუმად ფსონი დადონ ამ სცენარზე „პლანშეტი, როგორც ახირება“.

თუ ისინი მართლა თვლიან, რომ პლანშეტები დაჩრდილავენ პერსონალურ კომპიუტერებს და თუ ისინი ხედავენ, თუ რამდენად უძლეველი ხდება iPad, განა არ უნდა დაიწყონ პანიკური სირბილი აქეთ-იქეთ? თუ iPad გახდება კომპიუტერების მომავალი, Microsoft-ის, Intel-ის, Dell-ის და რაღაც წილით Hewlett-Packard-ის შემოსავლები დაიკლებს. ამავდროულად Google, რომელიც ფულს შოულობს რეკლამის ჩვენებაზე, აღმოჩნდება სიტუაციაში, რომელშიც ის მისწვდება თავის კლიენტებს მოწყობილობით, რომელსაც კონკურენტი უშვებს.

როგორც უკვე გითხარით, გაფრთხილდით.

წყარო: slate.com

Comments

comments

Leave a Response