სიახლეები

ახალი iPad-ების გაყიდვები 3 დღით გადაიდო

248views

კარგი ინფორმაცია Apple-ისათვის და არცთუ ისე კარგი აიპადმოწყურებულთათვის: კომპანიამ სამი დღით გადაწია ახალი iPad-ის გაყიდვების დაყება  — 16 მარტიდან 19 მარტზე. მიზეზი? მიზეს ქვემოთ მოგახსენებთ.

გუშინ Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პლანშეტების პირველი პარტია სრულიად გაიყიდა წინასწარი შეკვეთების ხარჯზე და ამისათვის სულ ორი დღე გახდა საჭირო. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ჩვენ მორიგი რეკორდის წინაშე ვდგავართ.

ალბათ სწორედ ამიტომაც Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება და გადაიტანა გაყიდვების დაწყება 3 დღით — 16-იდან 19 მარტამდე — საწყობების ხელახლა შევსების მიზნით.

მარტო ის დაგვრჩენია, რომ დავამატოთ შემდეგი: ახალი iPad Apple Store-ის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდება ათ ქვეყანაში: ავსტრალია, აშშ, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, იაპონია, სინგაპური, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი.

წყარო: Apple Inc.

Comments

comments

Leave a Response