სიახლეები

Apple-მა განაახლა App Store-ის სალიცენზიო შეთანხმება

324views

გუშინ, iTunes-ის ახალ ვერსიასთან ერთად განახლდა App Store-ს გამოყენების სალიცენზიო შეთანხმება. ალბათ ბევრმა თქვენგანმა გუშინვე ნახა ის, როდესაც სცადა აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მაგრამ როგორც ყოველთვის არ წაიკითხეთ. არადა ფრიად საინტერესო რამე წერია ამ სალიცენზიო შეთანხმებაში. მოდით ვანხოთ ფრაგმენტი:

ზოგიერთმა ფასიანმა ხელმოწერამ აპლიკაციის შიგნით შესაძლოა შემოგთავაზოთ განსაზღვრული დრო წინასწარი გაცნობისათვის და ამ პერიოდში თანხა არ ჩამოგაჭრათ ანგარიშიდან. თუ გადაწყვეტთ, რომ არ გსურთ ხელმოწერის შეძენა აპლიკაციაში, გათიშეთ ავტოგანახლების ფუნქცია თქვენს ანგარიშში უფასო საცდელი პერიოდის განმავლობაში.

ხვდებით რა ხდება? როგორც ჩანს, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საცდელი დროით უფასოდ ვისარგებლოთ ფასიანი პროგრამით. თუ ეს ასე მოხდება, მართლა ძალიან კარგი იქნება. ალბათ რამდენჯერ ყოფილა, რომ გიყიდიათ პროგრამა და მერე მიმხვდარხართ, რომ არაფერში არ გჭირდებათ. ალბათ მალე ასე აღარ იქნება. დეველოპერებისთვისაც კარგია ეს სიახლე — საჭირო აღარ იქნება ორი სხვადასხვა ვერსიის მხარდაჭერა, ფასიანის და უფასოსი.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response