სიახლეები

ახალი AppleTV — 1080p ვიდეოს მხარდაჭერით

445views

გუშინ ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე Apple-მა წარმოადგინა სიახლეების მთელი ნაკრები, მათ შორის განახლებული AppleTV. ეს მოწყობილობა ჯერ კიდევ კომპანიის ჰობის წარმოადგენს, ანუ Apple ამ მოწყობილობაზე არ დებს დიდ ფსონს, თუმცა არის შანსი, რომ მალე ის სერიოზული მოწყობილობა გახდება. რატომ? იმიტომ რომ როგორც იქნა ეს მოწყობილობა მხარს უჭერს 1080პ HD-ვიდეოს.

ჩვეულებისამებრ, Apple არ გვამცნო არანაირი დეტალი აპარატურულ ნაწილზე და ყურადღება მთლიანად მოწყობილობის გადამუშავებულ ინტერფეისზე და მის ახალ ფუქნციებზე გადაიტანა.

გარეგნულად AppleTV ისეთივე დარჩა. ხოლო ინტერფეისი მართლაც კიდევ უფრო დაუახლოვდა iOS-ს. მთავარ ეკრანზე ძირითადი ფუნქციების ხატულები გამოსახულია შესაბამის სტილში. ღილაკზე Menu ხანგძლივი დაჭერსი შედეგად გადადიხართ მთავარ ეკრანზე. ნაცნობია არა ეს ყველაფერი?

AppleTV-ში გაფართოებულია iCloud-ის მხარდაჭერა. ახლა უშუალოდ ღრუბელიდან შეგიძლიათ მოისმინოთ მუსიკა და ნახოთ ვიდეო — ესეც სიახლეა. გამარტივებულია Photo Stream-თან წვდომა.

მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამიერიდან ეს მოწყობილობა მხარს უჭერს HD-ვიდეოს 1080p ფორმატში.

ახალი მოწყობილობის ფასი არ შეცვლილა და ის კვლავ 99 დოლარი ღირს. და ეს ძალიან კარგი ფასია.

წყარო: Apple Inc.

Comments

comments

Leave a Response