სიახლეები

Apple გვიწვევს ახალი iPad-ის პრეზენტაციაზე

296views

გუშინ ჟურნალისტებისა და ბლოგერების ჯგუფმა კომპანია Apple-ისაგან მიიღო მოსაწვევი ბარათები. Apple თავისთან ეპატიჟება რჩეულებს, რათა 2012 წლის 7 მარტს კუპერტინოს დროით დილის ათ საათზე (ამ დროს თბილისში იგივე დღის საღამოს 10 საათია) მათ იხილონ პლანშეტური კომპიუტერის iPad სრულიად ახალი ვერსია.

მოსაწვევ ბარათის სურათს დიდი აჟიოტაჟი მოყვა. მედია-გამოცმებმა დაიწყეს სურათის დეტალური ანალიზი. მოდით ვნახოთ, თუ რა დაინახეს მათ ამისთანა:

— სურათზე გამოსახულია რაღათქმაუნდა iPad. თუმცა მის ქვედა წიბოზე არ არის „Home“ ღილაკი. როგორც ვარიანტი განიხილება მომენტი, რომ ტაბლეტი თარაზულად დევს და ღილაკი არ ჩანს, თუმცა ჭორები იმის შესახებ, რომ Apple აპირებს ამ ღილაკის გაუქმებას, დიდი ხანია ქსელში დაქრის. რატომაც არა? სრულიად შესაძლებელია. ამის გარდა, ინტერნეტში ვიღაცა კირკიტელამ აღმოაჩინა, რომ სამუშაო მაგიდაზე გამოსახული წყლის წვეთები ისეა განლაგებული, როგორც ეს ჩანს შვეულად გადაბრუნებულ ტაბლეტზე. კიდევ ერთი: ფრაზა „And touch“ სურათის წარწერაზე. დიდი ალბათობაა რომ „Home“ ღილაკი გაქრება iPad-იდან.

— სურათზე გამოსახული ეკრანი ძალიან მაღალი ხარისხის ჩანს, ასეთი iPad 2-ს ნაღდათ არა აქვს. აქედან დასკვნა, რომ ახალ iPad-ში ძალიან მაღალი გარჩვადობის ეკრანი იქნება, 2048 x 1536. მაგალითისათვის, თქვენს საუკეთესო ტელევიზორშიც კი, რომელიც სახლში გიდგათ და უამრავი ათასი ლარი გაქვთ გადახდილი, გაცილებით ნაკლები გარჩევადობის ეკარნი არის.

— ხატულები ეკრანზე. „კალენდარის“ ხატულა გასაგებია რასაც აჩვენებს — 7 მარტი პრეზენტაციის ჩატარების თარიღია. ხატულა „რუკა“ იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ შესაძლოა Apple-მა საკუთარი რუკები გამოიყენოს Google-ის რუკების მაგივრად და ამის შესახებაც იქნება საუბარი პრეზენტაციაზე. დაველოდოთ და ვნახოთ.

მოკლედ, ასე თუ ისე, ვნებები ახალი iPad-ის გარშემო კულმინაციისაკენ მიდის და სულ ცოტა ხანში (ერთი კვირა მალე გაიფრენს) ჩვენ საშუალება მოგვეცემა ვიხილოთ ის საოცნებო მოწყობილობა, რომელსაც მთელი წელიწადია ვუცდით!

დარჩით ჩვენთან და ველაზე პირველებმა გაიგეთ ახალი iPad-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია!

Comments

comments

Leave a Response