სიახლეები

ტელეარხი ABC Foxconn-ის ქარხნებში

380views

New York Times-ის გამანადგურებელი სტატიები — მოკლედ რომ ვთქვათ, Apple-ის მომწოდებელთა ფაბრიკებში მასიურად ირღვევა მშრომელთა უფლებები, ხოლო კუპერტინოს ეს აწყობს — კვლავ ქუხს, მარამ ამჯერად ინიციატივა Apple-ის მხარეზეა. ამ დღეებში კომპანიამ მიიწვია ტელეკომპანია ABC-ის ჟურნალისტები Foxconn-ის ფაბრიკაში, სადაც იწყობა iPhone-ები და iPad-ები. გუშინ შესაბამისი რეპორტაჟი გავიდა ეთერში.

შეთქმულების თეორიის მომხრეები აშკარად იმედგაცრულებულნი დარჩნენ: რეპორტიორებმა ვერ იპოვნეს ვერაფერი ისეთი, რაშიც დაადანაშაულებედნენ Apple-ს. დიახ, Foxconn-ის რიგითი თანამშრომლები დღე-ღამეში 12 საათი მუშაობენ, ან უფრო მეტსაც. დიახ, მათი ხელფასი 1,78 დოლარია საათში. მაგრამ ზოგადად ჩინეთში ეს ჩველებრივი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, კარგ პირობებათაც ითვლება.

ABC-იმ ვერაფერი იპოვნა. მაგტამ მოდი ჩამოთვალოთ ყველაზე ყურადსაღები ფაქტები:

  • iPhone-ის ასწაყობად საჭიროა 141 ოპერაციის ჩატარება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის ხელით იწყობა;
  • ერთი iPad-ის აწყობაზე იხარჯება 5 დღე და ამ პროცესში 325 ადამიანი იღებს მონაწილეობას;
  • ყოველ დღე Foxconn უშვებს 300 ათას კამერის მოდულს iPad-ისათვის;
  • კონვეიერის მუშაკის საშუალო ხელფასი არის 1,78 დოლარი საათში, სადილი ჯდება 0,7 დოლარი, დასაწოლი ადგილი ექვსადგილიან ოთახში — 17,5 დოლარი თვეში, ცვლის ხანგძლივობა — 12 საათი;
  • Foxconn-ის ტოპ-მენეჯერი ლუის ვუ არ არის წინააღმდეგი, რომ თავის მუშაკებს გაუორმაგოს ხელფასი, როგორც ამას Apple მოითხოვს.

საქმე დახურულია?

წყარო: Apple Insider

Comments

comments

Leave a Response