სიახლეები

აი რატომ არის Siri მხოლოდ iPhone 4S-ზე

389views

საყოველთაოდ ცნობილია, რომ Apple-ში თავგადამკვდარი პერფექციონისტები მუშაობენ, რომლებიც მზად არიან დაიწუნონ პროდუქტი უხეირო ხატულას, ან ულამაზო დედა-პლატის გამო. და სწორედ ეს ხსნის იმას, თუ რატომ მუშაობს Siri მხოლოს iOS 5-ში და მხოლოდ iPhone 4S-ზე.

საიდუმლო გაიხსნა კომპანია Audience-ის დახმარებით, რომლის ხემძღვანელობამ გადაწყვიტა აქციების განთავსება საფონდო ბირჯაზე. კანონის თანახმად კომპანია ვადებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. სწორედ აქ იწყება საინტერესო ამბები.

კომპანია Audience-ის საქმიანობის მიმართულებაა ხმის დამუშავების საკითხები, აუდიო-სიგნალების ამოცნობა და ხმოვანი მართვა. Audience-ის საფირმო ტექნოლოგია გახლავთ EarSmart, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ხმაურის ჩახშობა მაღალი ხარისხით და გაუმჯობესდეს ხმის ხარისხი. 2008 წლიდან მოყოლებული კომპანიამ დაიწყო საკუთარი ხმოვანი პროცესორების მიწოდება ზოგიერთი მწარმოებლისათვის. თავიდან ისინი აღმოჩენილი იქნა Google Nexus One-ში, ხოლო შემდეგ — iPhone 4-ში.

მაგრამ 2011 წლის ბოლოდან Audience იწყებს მეორე თაობის პროცესორების მიწოდებას. მასში ხმის გამოყოფა გარშემო ხმაურისაგან კიდევ უფრო ხარისხიანად ხდება, ხოლო თვითონ პროცესორი მიეწოდება მხოლოდ Apple-ს. ზუსტად ამ პერიოდში ხდებოდა iPhone 4S-ის გაშვება წარმოებაში და ამ მოდელის ძირითადი „მუღამი“ სწორედ რომ ხმოვანი მართვა გახლავთ.

როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, Siri შეიძლება, რომ ამუშავდეს iPhone-ის ადრეულ მოდელებზეც, მაგრამ ხმის ამოცნობის ხარისხი გაცილებით უარესია. ახლა გასაგებია, თუ რატომ ხდება ასე — სწორედ ზემოხსენებული პროცესორის არარსებობის გამო.

წყარო: AppleInsider.com

Comments

comments

Leave a Response