სიახლეები

iPhone — აშშ-ს ყველაზე პოპულარული სმარტფონი

334views

სულ უფრო მეტი დამადასტურებელი ცნობა მოდის იმის შესახებ, რომ Apple-ის სმარტფონი გიჟურ პოპულარობას იძენს მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ცდილობენ შექმნან საკუთარი ფლაგმანები — Apple-ისათვის პირველობის ჩამორთმევა ასე ადვილი არ გახლავთ.

კომპანია Kantar-ის მონაცემებით, მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე ბაზარმა — აშშ-ს მობილური მოწყობილობების ბაზარმა ათას რეპორტზე გადამხტარი ანალიტიკოსებიც კი გააოცა. ბოლო სამი თვის განმავლობაში (მათ შორის 2012 წლის იანვარიც ითვლება), აშშ-ს ტერიტორიაზე iPhone-ის მფლობელების რაოდენობამ გადააჭარბა Android-ის მფლობელთა რაოდენობას.

პროცენტულად ეს გამოიყურება როგორც 44,9% iPhone-ის წილად, ხოლო 44,8% Android-ისა.

და მართალია სხვაობა მცირეა, iPhone-ის ზრდამ მნიშვნელოვნად მოიმატა. იგივე Kantar-ის მონაცემების თანახმად, Apple-ის წილი ამ ბაზარზე გაორმაგდა, ხოლო ანდროიდის წილმა იკლო 5,2%-ით.

წყარო: dtc

Comments

comments

Leave a Response