სიახლეები

HTC შეწყვეტს სმარტფონების მოდელების გიჟური რაოდენობის შექმნას

305views

ამ დღეებში ტაივანურმა კომპანია HTC-მ აღიარა, რომ მას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. კომპანია იმდენად გაერთო იდეალური სმარტფონების გამოშვებით, რომ წლის ბოლოსათვის მათი პორტფელი უზომოდ გაიზარდა. ამასთან ხშირად მოდელი უკვე ორიოდე თვეში ძველდება, ამიტომაც HTC-ს იდეალური სმარტფონის სიცოცხლის ხანგძლივობა ფრიად მოკლეა.

მაგალითისათვის ავიღოთ HTC Titan — ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი Windows Phone-ით. გამოჩნდა თუ არა მაღაზიებში ეს მოდელი, რამდენიმე თვეში კომპანიამ გამოუშვა Titan II, რომლის მახასიათებლებიც ოდნავ გაუმჯობესებული გახლდათ. მომხმარებლები, რომლებმაც პირველი მოდელი იყიდეს, თავი მოტყუებულად იგრძნეს. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ უყიდია არც პირველი და არც მეორე მოდელი — არაჯანსაღი შეგრძნება გაუჩნდათ იმისა, რომ ხვალ მათი ზიზია ტელეფონი მოძველებულთა სიაში გადავა.

ავიღოთ HTC-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. რამდენი მოდელია წარმოდგენილი? ვნახულობთ:

HTC Sensation XL
HTC Explorer
HTC Rhyme
HTC Sensation XE
HTC Titan
HTC Radar
HTC Sensation
HTC Evo 3D
HTC ChaCha
HTC Salsa
HTC Impressive S
HTC Desire S
HTC Wildfire S
HTC HD7
HTC 7 Pro
HTC 7 Trophy
HTC 7 Surround
HTC 7 Mozart
HTC Desire Z
HTC Desire HD
HTC Aria

ეს მარტო ისინია, რომლებიც ახლა გახლავთ გაყიდვაში! იგივე Apple ყოვლეთვის მხოლოდ ერთს ყველაზე თანამედროვე მოდელს გვთავაზობს და ერთსაც წინა სერიიდან. ამასთან ერთად ყველამ კარგად იცის, რომ განახლება წელიწადში ერთხელ ხდება.

და HTC რას აკეთებს? კომპანიის წარმომადგენელმა შემდეგი განუცხადა TheNextWeb-ს:

ჩვენ კვლავ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება იმაზე, რამაც ჩვენ გაგვხადა ძლიერი: არაჩვეულებრივი დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება. 2011 წელი ჩვენ დავასრულეთ იმაზე მეტი მოდელით, ვიდრე დავიწყეთ. ჩვენ ვცადეთ ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ამიტომ 2012 წელი მომხმარებლებს მისცემს რაღაც განსაკუთრებულს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ იმ ხაზს ქვემოთ არ დავეცემით, როდესაც უამრავი მოდელის გამოშვებით ჩვენთვითონვე არ მოვახდენთ საკუთარი ბიზნესის სეგმენტაციას.

წყარო: Gizmodo

Comments

comments

Leave a Response