სიახლეები

iPhone 4S-ის გაყიდვები ანდროიდს დაეწია

442views

ანალიტიკური კომპანია Nielsen  აქვეყნებს 2011 წლის ბოლო კვარტლის სმარტფონების გაყიდვების სტატისტიკას ამერიკულ ბაზარზე, რის მიხედვითაც iPhone 4S-ის გაყიდვები თითქმის გაუტოლდა ანდროიდიანი სმარტფონების მაჩვენებლებს ამერიკულ ბაზარზე, რაც გამოწვეულია აიფონ 4S-ის მზარდი პოპულარობით მომხმარებლებს შორის. კვლევის თანახმად,  ოქტომბრიდან დაწყებული, როცა ბოლო თაობის აიფონი გაყიდვაში გამოვიდა, მისმა გაყიდვები ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა თითქმის ორჯერ, 25%-დან 44 %-ზე,  იმავდროულად კი ანდროიდიანი სმარტფონების გაყიდვები 61%-დან 47%-ზე შემცირდა, რაც სრულიად ახალი ტენდენციაა ბაზარზე, რადგანაც გამოჩენის დღიდან, ანდროიდის პოპულარობა და გაყიდვები მუდმივად იზრდებოდა ამერიკულ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ბლეკბერის გაყიდვებიც ასევე 2%-ით შემცირდა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ ბოლო თაობის აიფონი არაფრით გამოირჩეოდა წინა, აიფონ 4-სგან და დიდ წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდნენ.

უფრო სრული მონაცემისთვის ეწვიეთ წყაროს ამ ბმულზე

Comments

comments

Leave a Response