სიახლეები

Apple Store ლონდონის Harrods-ში

297views

საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ნისლიანი ალბიონიდან: სულ მალე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიხსნება ახალი Apple Store. ვაშლოვანის მაღაზიის გახსნა იგეგმება ლონდონის უმსხვილეს ელიტარულ უნივერმაღში Harrods.

წყაროს ცნობით, Apple-ის საფირმო მაღაზიის Harrods-ში განთავსება ტურისტების დამატებით რაოდენობას მოიზიდავს.

ლონდონში უკვე არის Apple-ის მაღაზიები რიჯენტ-სტრიტზე და კოვენტ-გარდენზე. ისინი არასდროს ცარიელდება. გვიანი ღამითაც კი.

წყარო: kym

Comments

comments

Leave a Response