სიახლეები

სტივ ჯობსის ფიგურების წარმოება შეჩერებულია

335views

ხანდახან ჯობია ამბიციები დავივიწყოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართალი და კანონი თქვენს მხარეზეა. ზუსტად ასე გადაწყვიტეს მოქცეულიყვნენ კომპანიაში In Icons, სადაც სულ ახლახანს დაიწყეს სტივ ჯობსის ფიგურების წარმოება.

შეგახსენებთ, რომ Apple-მა მოითხოვა ფიგურების გამოშვების შეწყვეტა, თუმცა ამის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. ასე თუ ისე, ამ დროისათვის წარმოება შეწყვეტილია. ამავდროულად In Icons-ის საიტზე გამოქვეყნდა მიმართვა კლიენტებისადმი. მოდით ვნახოთ რა წერია ამ მიმართვაში:

ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ, რომ [სტივ ჯობსის] ფიგურები გამოდიოდა ჩემი, როგორც სტივით აღტაცებული ფანატის ინიციატივით. ჩვენ პატივს ვცემთ საავტორო უფლებებს, ისევე როგორც სავაჭრო ნიშნებზე უფლებებს. ამ მიზეზით ჩვენ დამატებით ვუთიტებდით, რომ არ ვაპირებთ Mac-ის, iPhone-ისა და iPad-ის გავრცელებას ფიგურებთან ერთად. ამის გარდა, ჩვენ არ გამოგვიყენებია არცერთი ბრენდი, რომლებიც დაკავშირებულია Apple-თან. სამწუხაროდ Apple-ის იურისტები და აგრეთვე სტივის ოჯახი ჩვენზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდნენ. მიუხედავად ამისა, მე დღემდე ვრჩები სტივის ფანატად, ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ და ნამდვილად არ მსურს მისი ოჯახის ნერვიულობის მიზეზი გავხდე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავაც დარწმუნებულნი ვართ ჩვენი ქმედებების კანონიერებაში, ჩვენ ვწყვეტთ სტივ ჯობსის ფიგურის წარმოებას.

წყარო: macrumors

Comments

comments

Leave a Response