სიახლეები

Apple თავის ქარხნებში მაკონტროლებლებს დაუშვებს

380views

თვითმკვლელობების მთელი სერიის შემდეგ, რომლებიც Apple-თან მომუშავე ქარხნებში მოხდა, კუპერტინოელელები შეფიქრიანდნენ. საზოგადოების ნეგატიურმა განწყობამ აიძულა ისინი დაეშვათ შრომის დაცვის ინსპექცია წარმოებაში და ხელი მოეწერათ სხვადასხვა ხელსეკრულებებისათვის.

სამართლიანი შრომის ასოციაციამ შეგვატყობინა, რომ ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ Apple მათთან თანამშრომლობას დათანხმდა.

Apple-მა ნება დაგვრთო ჩაგვეტარებინა შრომის პირობების ხარისხის დამოუკიდებელი საექსპერტო შეფასება ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც წარმოებისათვის მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდებითაა დაკავებული. დეტალურ დასკვნებს ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს Apple დაადანაშაულეს არაადამიანური პირობების შექმნაში იმ ქარხნებში, სადაც იწყობა მათი პროდუქცია. სტივ ჯობსი უარყოფდა ქარხნებში არსებულ პირობების კავშირს ქარხანასა და Apple-ს შორის ურთიერთობებთან. მას მიაჩნდა, რომ ყველა პრეტენზია მიმართული უნდა იყოს ქარხნების მფლობელებთან და არა Apple-თან.

გუშნვე Apple-ის წარმომადგენელბა განაცხადეს, რომ ეფლი პირველი კომპანიაა, რომლემაც ხელი მოაწერა სამართლიანი შრომის ასოციაციის სტანდარტებს.

ძალიან ვამაყობთ ამ ფაქტით. გასულ წელს ჩვენ 200-ზე მეტი აუდიტორული შემოწმება ჩავატარეთ ჩვენი მომწოდებლების ქარხნებში. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ გავაგრძელებთ ქარხნების მონახულებას მუშათა პირობების გაუმჯობესების მიზნით.

წყარო: tds

Comments

comments

Leave a Response