სიახლეები

Samsung სარეკლამო რგოლების მსახიობებსაც ჰპარავს Apple-ს

218views

გასული წლის მეორე ნახევარი სავსე გახლდათ ინფორმაციით Samsung-ისა და Apple-ის კონფლიქტებით. Samsung-მა მოიპარა ეს, მოიპარა ის… Apple-ის პროდუქტებიდან გადაიღეს ფაქტიურად ყველაფერი და საკუთარ პროდუქტებში გამოიყენეს. უსირცხვილო ტროლინგი კორეული კომპანიის მხირდან კვლავაც გრძელდება.

https://www.youtube.com/watch?v=hE4T1b_iSN8

Samsung-ის ახალი რეკლამა, რომელიც ეძღვნება Galaxy Tab 8.9-ს, ძალიან წააგავს Apple-ის მარკეტინგის სამსახურის ნამუშევარს. ვიდეოში მოთხრობილია მოწყობილობის გამოყენების სცენარებზე, რაც იდეალიზირებულია პროფესიული მსახიობების მიერ. ამით მსგავსება არ მთავრდება, აღმოჩნდა, რომ მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, უკვე მონაწილეობდა კონკურენტის ვიდეო-კლიპში. პატარა გოგონას სახელი უცნობია. მაგრამ ზუსტად ის მონაწილეობდა iPhone 4S-ის რეკლამაში. აი ეს სარეკლამო რგოლი:

https://www.youtube.com/watch?v=vSAje0EgYjY

ეს ფაქტი საკმაოდ სწრაფად გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი და Samsung-მა საკმაოდ ოპერატიულად წაშალა ყველა წყაროდან ავადსახსენებელი ვიდეო-რგოლი, რაც პრინციპში საჭირო არც იყო. იგივე მსახიობების სარეკლამო აქციაში გამოყენება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს წამბაძველობად. კორეელებისაგან კომენტარი ამ ფაქტს არ მოჰყოლია და ალბათ არც არასდროს იქნება.

მაგრამ გულში ნალექი მაინც დარჩა.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response