სიახლეები

კოფეინი თქვენი მაკისთვის

675views

ენერგიის დასაზოგად და ასევე ცალკეული კომპონენტების დასაცავდ ჩვენს კომპიუტერებს ჩვენსავით ჭირდებათ დასვენება. ამისთვის ისინი იყენებენ ე.წ. ძილის რეჟიმს (sleep mode) და ეკრანის მცველებს (screen saver).  მართალია ორივეს პარამეტრები (დამცავის ჩართვის ან რეჟიმში გადასვლის დრო) ჩვენს მიერ რეგულირდება მართვის პანელიდან, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ეკრანი უდროო დროს დაბინდდება და ჩაქრება, ან ეკრანის დამცავი გამოხტება როცა ის სულ არ გვჭირდება. სიტუაცია კიდევ უფრო გამაღიზიანებალია, თუ ჩართული გვაქვს პასვორდის ოფცია და ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ასოების და ციფრების კომბინაციაა შესაყვანი.  ბევრისათვის ალბათ ნაცნობი სიტუაციაა. როგორც ავღნიშნე, ამ პარამეტრების გამორთვა მართვის პანელიდან შეიძლება, მაგრამ შემდეგ მათი უკან ჩართვაა საჭირო, რადგან კომპიუტერსაც ჭირდება დასვენება.
მსგავს სიტუაციებში უნიკალური გამოსავალია პატარა პროგრამა კოფეინი:

პროგრამა უფასოა და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:

http://caffeine.en.softonic.com/mac

ინსტალირება ტიპიურია – გადაათრიეთ ჩამოტვირთული ფაილი აპლიკაციებში.

პროგრამის გაშვების შემდეგ ყავის ჭიქა დაჯდება ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში:

როდესაც დაგჭირდებათ, რომ კომპიტერმა არ დაიძინოს, გააკლიკეთ ჭიქაზე და იგი შეივსება ცხელი ორთქლიანი ყავით:

კოფეინი არ მისცემს საშუალებას თქვენს კომპიუტერს გადავიდეს ძილის რეჟიმში ან ჩაირთოს ეკრანის მცველი.
არ დაგავიწყდეთ კოფეინის გამორთვა, როცა ის აღარ გჭირდებათ! მიეცით საშუალება თქვენს კომპიუტერს დაისვენოს.

კიდევ რამოდენიმე რჩევა:

დააკლიკეთ ჭიქაზე თაგვის მარჯვენა კლავიშით და შეარჩიეთ პარამეტრები (preferences).

დაფაზე მონიშნეთ პირველი პარამეტრი და კოფეინი ავტომატურად ჩაიტვირთება კომპის ჩართვისას პასიურ პოზიციაში (დაცლილი ჭიქა).

გამორთეთ ბოლო ნიშნული, რითიც თავიდან აიცილებთ ამ დაფის უაზრო გამოხტომას კოფეინის ყველა ჩატვირთვაზე. თუ Default duration: მიუთითითებთ Indefinitely,  კოფეინი იმუშავებს სანამ არ გამორთავთ. თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, რამდენ ხანს იყოს თქვენი კომპიუტერი კოფეინის ზემოქმედების ქვეშ.

Comments

comments

Leave a Response