სიახლეები

რამდენი გამოიმუშავეს Apple-ის ხელმძღვანელებმა 2011 წელს

308views

გუშინ Apple-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ე.წ. მინდობილობის განაცხადი (Proxy Statement — იურისტებო, თუ ვცდები თარგმანში, შემისწორეთ) და სხვა თანმდევი დოკუმენტები აქციონერებისათვის და ინვესტორებისათვის. 52 გვერდიანი დოკუმენტი შეიცავს არა მარტო საერთო სახის ინფორმაციას, არამედ აგრეთვე ზოგიერთ საინტერესო მონაცემსაც დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის ხელმძღვანელობის ანაზღაურების შესახებ.

მათ შორის ჩვენთვის ცნობილი გახდა ტიმ კუკის ხელფასის ოდენობის შესახებ, რომელიც კომპანიას სათავეში 2011 წლის აგვისტოში ჩაუდგა. მისმა ხელფასმა გასულ წელს 900 000 დოლარი შეადგინა. თუმცა წელს ეს თანხა კიდევ გაიზრდება და 1 400 000 დოლარს შეადგენს. თანაც, ამ თანხაში არ შედის დამატებითი ბონუსები და სხვა სახის კომპენსაციები, მაგალითად აქციები.

მეტიც, კუკის გარდა ხელფასები სხვა ხელმძღვანელ პირებსაც მოემატათ. აი რა წერია ფინანსურ დოკუმენტში:

2011 წლის ნოემბერში დაჯილდოების კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა ტიმ კუკისათვის ხელფასის ოდენობის მომატება 900 ათასიდან 1 400 ათასამდე, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირების ხელფასების მატებაც, მათ შორის ედი კიუს, პიტერ ოპენჰეიმერს და სკოტ ფორსტოლს 700 ათასიდან 800 ათასამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ კუკის ამჯამინდელი ხელფასი დარგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითად Microsoft-ის მეთაურის, სტივ ბალმერის ხელფასი 682,5 ათასი აშშ დოლარია, კომპნია Oracle-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ლარი ელისონი სტივ ჯობსივით 1 დოლარს ღებულობს. ხოლო IBM-ის ყოფილი ხელმძღვანელის სემ პალმიზანოს ხელფასი თავის დროზე 1 800 ათასი დოლარი გახლდათ.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response