სიახლეები

ახალი iPad-ის წარმოება დაიწყო

323views

ახალი წელი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც დაიწყო, მაგრამ Digitimes უკვე გვამარაგებს საინტერესო პროგნოზებით. მათი ბევრი წინასწარმეტველება აღსრულებულა, ასე რომ მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობენ ამჯერად.

Pegatron-ის ტაივანურმა ქარხნებმა დაიწყეს Apple-ის შემდეგი თაობის პლანშეტების გამოშვება. ადრე ამით დაკავებული იყო Foxconn-ის ქარხანა. ჭორების თანახმად, ტიმ კუკმა გადაწყვიტა შეეცვალა სტარტეგია და ამიერიდან ორი სხვადასხვა პროდუქტი ორ ქარხანაში მზადდება (მეორე პროდუქტი iPhone-ია).

მოკლედ, iPad 3 წარმოებაში ჩაეშვა. ხოლო ოქტომბერში, შესაძლოა ვიხილოთ iPad 4. მართალია ამის შანსები ძალზედ მცირეა, მაგრამ მაინც დაველოდოთ. რა იცი რა ხდება.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response