სიახლეები

iPad 3: IGZO პანელი IPS-ის ნაცვლად

364views

რესურსი DigiTimes გვატყობინებს ახალ დეტალებს ეფლის შემდეგი თაობის პლანშეტური კომპიუტერის შესახებ. ამჟამად საუბარია მოწყობილობის ეკრანზე. ის, წყაროს ცნობით IPS-მატრიცის ნაცვლად დაფუძნებული იქნება ახალი ტიპის მატრიცაზე, IGZO (აბრევიატურა: Indium Gallium Zinc Oxide, ინდიუმი, გალიუმი, თუთიის ოქსიდი).

IGZO მატრიცის დადებითი მხარე გახლავთ მაღალი გარჩევადობა, გამოძახილის ნაკლები დრო და მცირე ენერგომოხმარება. ასეთი ტიპის პანელების მწარმოებელი გახლავთ Sharp. ეკრანის გარჩევადობა სავარაუდოდ იქნება 2048×1536 წერტილზე (თქვენი ყველაზე დიდი პლაზმური ტელევიზორიც კი არაფერია ამასთან).

იმისათვის, რომ მომწოდებელთა ჯაჭვში ჩართულიყო, Sharp იძულებული გახდა თავისი საწარმოო ხაზების ნაწილი გადაეკეთებინა.

წყარო: DigiTimes

Comments

comments

Leave a Response