სიახლეები

Retina-დისპლეი Macbook Pro-ში შემდეგი წლის მეორე კვარტლიდან

587views

Apple-ის ნოუთბუკების განახლების გარშემო ჭორების მთელი ტყე აღიმართა. ყველაზე მეტად პუბლიკას აინტერესებს ახალი ნოუთბუკის დიზაინი და ეკრანის გარჩევადობა. უკვე სამი წელია დიზაინი არ შეცვლილა რაც უკვე მომაბეზრებელი ხდება. რაც შეეხება ეკრანს, უკვე დიდი ხანია არსებობს ოცნება, რომ ოდესმე Apple ნოუთბუკის ეკრანს ისეთივე მაღალი გარჩევადობისას გაუკეთებს, როგორც ეს არის iPhone 4-ში. მოდით ვნახოთ რას წერენ ამის შესახებ DigiTimes-ში.

კვლავაც აზიური საინფორმაციო რესურსი წყაროდ უთითებს Apple-ის მომწოდებლებს, რომელთაგანაც მათ შეიტყვეს, რომ 2012 წლის Macbook Pro-ში გამოყენებული იქნება Retina-დისპლეი.

კერძოდ, საუბარია ეკრანზე, რომლის გარჩევადობა იქნება 2880×1800 წერტილზე. აღნიშნული გარჩევადობა ორჯერ მეტია, ვიდრე ახლა არსებული 15 გოჯიან ნოუთბუკებში. პიქსელების მიხედვით — ოთხმაგი მატებაა. ეს გარჩევადობა იმაზე მეტიცაა, ვიდრე 27 გოჯიან iMac/Cinema Display-ში. ირიბი დადასტურება ახალი ეკრანის არსებობისა — ჭორები კომპანიის ლაბორატორიაში ახალი, 15 გოჯიანი ეკრანის ტესტირების დასრულების შესახებ.

ამის გარდა, Intel-ის აპარატურული პლათფორმის Ivy Bridge-ის გამოყენება საშუალებას მისცემს Apple-ს ჩააყენოს ნოუთბუკებში მატრიცა ზემაღალი გარჩევადობით, თუნდაც 4K (4096х2304). ამას დავუმატოთ ადრინდელი ჭორები OS X Lion-ში Retina-ს მხარდაჭერის შესახებ და კივიღებთ სურათს — Apple ემზადება ნოუთბუკების ბაზრის შეჯანჯღარებისათვის.

წყარო: DigiTimes

Comments

comments

Leave a Response