სიახლეები

Apple Collection 1986, მოგონებანი გარდასულ დღეთა

475views

ეს ახლაა Apple — მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კორპორაცია, რომელიც კაცობრიობას აწვდის თანამედროვე და სრულყოფილ გაჯეტებს, მაგრამ იყო დრო, როდესაც კომპანია არ იყო ამდენად პოპულარული. იმ დროს, ეს იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, გაყიდვაში გამოვიდა ტანსაცმლის კოლექცია სახელად „Apple Collection 1986“.

კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტანსაცმლის მოდელები ტექნიკური პერსონალისათვის, საოფისე თანამშრომლებისათვის და ზედა მმართველი ფენისათვის Apple კორპორაციაში.

მკვეთრი ფერები და სტილის მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსისაგან, რომელსაც იმ დროს უფრო მეტად ლურჯი ჯინსები და შავი სვიტერი მოსწონდა.

ტანისამოსი დიდი წარმატებით სარგებლობდა ახლადგამომცხვარ მომხმარებლებს შორის.

ტანისამოსის ღირებულება მერყეობდა 15-47 დოლარს შორის. ახლა ეს ტანსამოსი მინიმუმ ათჯერ უფრო ძვირი ეღირება.

კატალოგში წარმოდგენილია არა მარტო ტანისამოსი და აქსესუარები, არამედ ავეჯი, საკნაცელარიო და სასუვენირო პროდუქცია.

წყარო: imgur.com

Comments

comments

Leave a Response