სიახლეები

სტივ ჯობსის ბიოგრაფია Amazon-ის გაყიდვების ათეულშია

439views

კომპანია Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ერთადერთი ავტორიზირებული ბიოგრაფია Amazon.com-ის გაყიდვების ათეულში მოხვდა და წლის ბესტსელერი გახდა.

წიგნი, რომელიც გაყიდვაში ოქტომბერში გამოვიდა, სტივ ჯობსის გარდაცვალებისთანავე, გაყიდვების პირველსავე კვირას ლიდერი გახდა მთელ მსოფლიოში.

მაგრამ საშობაო გაყიდვების დასრულებმადე და სადღესასწაულო აჟიოტაჟამდე Amazon.com უარს ამბობს დაასახელოს ბიოგრაფიის გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა.

გაყიდვების ბოლო მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც გაახმაურა Nielsen BookScan-მა, აშშ-ს ტერიტორიაზე გაყიდვების პირველივე 7 დღეს 383 ათასი ცალი გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ბიოგრაფიაში მოცემულია ორმოცამდე ინტერვიუ სტივ ჯობსთან, მის კოლეგებთან, ნათესავებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან. წიგნი დაწერილია ცნობილი ავტორის, უოლტერ აიზექსონის მიერ.

წყარო: time

Comments

comments

Leave a Response