სიახლეები

Apple-ს შეუძლია მთლიანად მობილური ინდუსტრიის შეძენა

380views

თანახმად გავრცელებული მოსაზრებისა, მომავალი მობილურ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებს ეკუთვნით — რამდენიმე წლის შემდეგ აქცენტებს ინდუსტრიაში დასვამენ არა პერსონალური კომპიუტერის მწარმოებლები, არამედ სმარტფონებისა, კომუნიკატორებისა და პლანშეტებისა. და თუ ეს ასეა, ასეთ „ნათელ მომავალს“ გაინაწილებენ Apple და Samsung.

ავტორიტეტული კომპანიის Asymco-ს ანალიტიკოსებმა ამ დღეებში გამოაქვეყნეს ტრადიციული ანგარიშგება მობილური ინდუსტრიის საქმეების შესახებ. ამ დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ ნაღდი ფულის მარაგები კუპერტინოში ისეთია, რომ Apple-ს დღესვე შეუძლია შეიძინოს მთლიანად მობილური ინდუსტრია, Samsung-ის გარდა.

ბოლო კვარტლის განმავლობაში მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს ცუდი დღეები დაუდგათ Apple-ისა და Samsung-ის გამოისობით. პირველი თავისი აიფონებითა და აიპადებით ნაღდი ფულის ოდენობა გაზარდა 82 მილიარდ დოლარამდე. დანარჩენები ფულს კარგავდნენ, არ იმატებდნენ.მხოლოდ მოტოროლა გაძვირდა 9 მილიარდამდე, ესეც Google-ის მხრიდან 12 მილიარდის ინექციის შემდეგ.

მთავარი აუტსაიდერები არიან: Nokia (მისი ფასი დაეცა 23-იდან 13 მილიარდამდე), HTC (ვარდნა 25-იდან 15 მილიარდამდე) და RIM (ვარდნა 14-იდან 7 მილიარდამდე).

წყარო: Asymco

Comments

comments

Leave a Response