სიახლეები

Amazon-ი ახალ პლანშეტს ამ კვირაში წარადგენს

Amazon.com President, Chief Executive and Chairman Jeffrey Bezos speaks with employers and attendees at the Consumer Reports headquarters in Yonkers, New York, May 11, 2011. REUTERS/Mike Segar
416views

კომპანია Amazon-მა უკვე დააგზავნა მიწვევა სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში (აშშ) ოთხშაბათს, 28 სექტემბერს.

თუ კონკრეტულად რას წარმოგვიდენს Amazon-ი, ჯერ კიდევ გამოცანაა. ექსპერტები თვლიან, რომ ღონისძიება მიეძღვნება ახალ პლანშეტს, რომლის შესახებ ჭორები ინტერნეტში უკვე რამდენიმე თვეა მუსირებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი მოწყობილობა ფერადი, სენსორული, 7 გოჯიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი, ხოლო პროგრამული პლათფორის როლში Android-ი იქნება. სიახლის ფასი, როგორც ვარაუდობენ, 250 დოლარის ფარგლებში იქნება. გაყიდვების პირველ წელს Amazon-ი 3 მილიონი ეგზემპლარის რეალიზაციას გეგმავს.

წინასწარი შეფასებით, ამა წლის მეორე კვარტალში სულ გაიყიდა 15,1 მლნ. პლანშეტი სხვადასხვა პლათფორმაზე. ეს მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება 2010 წლის იგივე პერიოდს, როდესაც გაყიდვები 3,5 მლნ.-ით შეფასდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2011 წელს სულ გაიყიდება 63,6 მლნ. პლანშეტი. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 17,6 მლნ. პლანშეტი გაიყიდა, ზრდა იქნება 261,4%.

წყარო: რეიტერი.

Comments

comments

Leave a Response