სიახლეები

ეპლმა შესაძლოა ინტელი მიატოვოს

223views

ეპლმა შესაძლოა საკუთარ პროდუქტებში ინტელის პროცესორები ეტაპობრივად საკუთარი, ARM  პროცესორის არქიტექტურაზე დამყარებული A ჩიპებით ჩაანაცვლოს, რომელთა მე-4-ე და მე-5-ე სერიები უკვე გამოიყენება აიპედებში და აიფონში, საკუთარ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს ანალიტიკური კომპანია SemiAccurate.  იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეს მოხდება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში და პირველად შეეხება ეპლის ლეპტოპების კატეგორიას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ მაიკროსოფტმა გამოაცხადა, რომ ვინდოუსის მომავალ ვერსიებს ასევე ექნება ARM არქიტექტურაზე დაფუძნებული ჩიპების მხარდაჭერა.  როგორც სჩანს, ინტელს საკმაოდ მძიმე პერიოდი ელოდება უახლოეს წლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია SemiAccurate-მა წარსულში  უკვე რამდენჯერმე გააკეთა ზუსტი პროგნოზი ეპლში მიმდინარე პროცესების და ცვლილებების შესახებ, რომლებიც Nvidia-ს დამაკბუქებს შეეხებოდა.

Comments

comments

Leave a Response