სიახლეები

სტივ ბალმერი – ჩვენი სტრატეგია კოპირებაა

366views

მაიკროსოფტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მილიარდელი პოლ ალენი თავის ახალ წიგნში“Idea Man”, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გამოვიდა გაყიდვაში, სადაც იგი თავის ყოფილ კოლეგებს ბილ გეიტსს და სტივ ბალმერს არც თუ მთლად სასიამოვნოდ მოიხსენიებს,  აკრიტიკებს მაიკროსოფტს და კერძოდ მის ახლანდელ აღმასრულებელ მენეჯერს სტივ ბალმერს მისი ბიზნეს-სტრატეგიის გამო. კერძოდ, ალენი წერს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბალმერმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა კომპანიის სტრატეგია, რომელიც ინტერნეტის გამო საკმაოდ სწრაფად ცვალებად გარემოს ეხებოდა:

რა თქმა უნდა კონკურენცია შესაძლებელია,  მაგრამ ერთადერთი გზა არის ის, რომ შევისწავლოთ ჩვენი კონკურენტები, გავიგოთ რას აკეთებენ, გავაკეთოთ იგივე, რასაც ისინი აკეთებენ, ვუთვალთვალოთ ყველა კუთხიდან და ზურგსუკნიდან, მოვახდინით მათი კლონირება, ავიღოთ მათი რომელიმე კარგი იდეა და ვაქციოთ ჩვენს კარგ იდეად.

Comments

comments

Leave a Response