სიახლეები

როგორ გამოეხმაურნენ ჯონათან აივის წასვლას თანამშრომლები

363views

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Apple-ი ერთ-ერთმა ფუნდამენტურმა და უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ — ჯონათან აივმა დატოვა. ლეგენდარულმა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ თავისი ძალები მთლიანად თავის სტუდიას LoveForm-ს მოახმაროს.

ცნობილმა ჟურნალმა Fortune-მ გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტის შესახებ, გაეგოთ Apple-ის სხვა თანამშრომლების აზრი. ამისთვის, მათ, ობიექტური შედეგის მისაღებად, ყველაზე გულწრფელი და ანონიმური სერვისი — TeamBlind-ი გამოიყენეს.

TeamBild-ი არის პლათფორმა, სადაც უმსხვილესი კომპანიის თანამშრომლები ერთმანეთს ანონიმურად უზიარებენ თავიანთ აზრს სამსახურებთან დაკავშირებით.

ამ კონკრეტულ გამოკითხვაში, Apple-ის 100-მდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას.

გამოკითხვის შედეგები

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თანამშრომელი, კერძოდ 52%-ი მიიჩნევს, რომ აივის წასვლა კომპანიაზე გავლენას არ მოახდენს. გამოკითხულთა 22% კი თვლის, რომ ლეგენდარული დიზაინერის წასვლა დადებითად იმოქმედებს კომპანიაზე. დარჩენილი 26% თვლის, რომ ჯონათან აივის წასვლა დიდი დარტყმა იქნება კორპორაციისთვის.

ამავე დროს, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ 76% მიიჩნევს, რომ კომპანიაში აივის როლი უმნიშვნელოვანესი იყო. მის მიმართ უარყოფითი შეხედულება, მხოლოდ 8%-მა დააფიქსირა.

ამ გამოკითხვების შემდეგ დადგინდა, რომ ზოგადად კომპანიის მომავლის მიმართ კომპანიის თანამშრომლები პოზიტიურად არიან განწყობილები. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ Apple-ი დარჩება განსაზღვრული დიზაინის სამყაროში და შეინარჩუნებს წამყვან პოზიციას პროდუქტების განვითარების საკითხში.

გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი