Facebook-ს სურს შექმნას ვალუტა, რომელიც გავრცელებით და სტაბილურობით არ ჩამოუვარდება დოლარს.
კომპანიას იმედი აქვს, რომ Libra გახდება გადახდის უნივერსალური საშულება ონლიან სივრცეში. ამასთან, როგორც სხვა კრიპტო ვალუტები, ის დეცენტრალიზირებული იქნება და აგრეთვე უსაფრთხო.
ამის მისაღწევად, Facebook ქმნის არაკომერციულ ორგანიზაციას, Libra Association, რომელშიც 29 კომპანია შედის. ერთად ისინი განავითარებენ Libra-ს.
Libra Association-ის პარალელურად, Facebook-მა შექმნა კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, Calibra. ის უშუალოდ Facebook-ის მიერ კონტროლირდება და Libra-ს ინტეგრაციას ახორციელებს კომპანიის პროდუქტებში.
ცნობილია, რომ Libra გამოჩნდება Facebook Messenger-ში და WhatsApp-ში, აგრეთვე აპლიკაციაში Calibra iOS-ზე და Android-ზ���.
ვინაიდან Facebook ფლობს Calibra-ს, აგრეთვე Libra Association-ის წევრიცაა, ის ერთდერთი კომპანიაა, რომელსაც ორი ხმა აქვს მმართველობაში.
თუ მომხმარებლები მიიღებენ Libra-ს, ის იქნება Facebook-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. კომპანიაში სურთ, რომ Libra გახდეს პირველი ნამდვილად მასობრივი კრიპტოვალუტა.
პირველ ხანებში Libra გამოყენებული იქნება ძირითადად თანხების გადარიცხვისათვის განვითარებად ქვეყნებში, სადაც ადამიანებს ტრადიციულ ბანკებთან ნაკლებად აქვთ წვდომა.
რაც შეეხება კონფიდენციალურობას, Facebook ამტკიცებს, რომ ყველა ტრანზაქცია არ იქნება მიბმული სოციალური ქსელის პროფილთან და არ იქნება გათვალისწინებული რეკლამის შექმნისას.
წყარო: The Verge