მრავალი წლის განმავლობაში, iPhone-ისა და iPad-ის მფლობელები მუქი ინტერფეისის გამოჩენას ელოდნენ. როგორც ჩანს, 2019 წელს ეს ლოდინი დასრულდება! ავტორიტეტული გამოცემა, ბლუმბერგის თანახმად –– iOS 13-ში ერთ-ერთი მთავარი და ნანატრი ინოვაცია იქნება. ეს არის სრული ღამის რეჟიმი, ყველა ელემენტით. ვარაუდობენ, რომ შავი iOS-ი იმავე პრინციპებით იმუშავებს, როგორც MacOS Mojave-ს ოპერაციული სისტემა.
ეჭგვარეშეა ის ფაქტი, რომ შავი ინტერფეისის შემოღება ვადაგადაცილებულია და მისი უპირატესობების შესახებ უკვე ვიცით:
- პირველ რიგში, მომხმარებლები შეძლებენ უფრო კომფორტულად იმუშაონ საღამოს და ღამით ;
- iPhone-ების მუშაობა გახდება უფრო ენერგოეფექტური, ის მოდელები რომლებსაც OLED ეკრანები ექნებათ ;
რა თქმა უნდა ღამის რეჟიმი არ იქნება iOS 13-ის ერთადერთი ინოვაცია, ბლუმბერგის თქმით, Apple-ი ამ ფართომაშტაბიან განახლების დროს, მეტ ყურადღებას iPad-ს დაუთმობს:
- განახლდება CarPlay-ს ინტერფეისი;
- შესაძლებელი გახდება “Split View” რეჟიმის გამოყენება ერთ აპლიკაციაზე;
- დაემატება ჩანართები აპლიკაციებს, ისე როგორც MacOS-ს აქვს;
- შეიცვლება მთავარი გვერდის დიზაინი;
- ფაილების აპლიკაცია მიიღებს უამრავ ახალ ფუნქციას;
Apple-ი ტრადიციულად WWDC-ის ღონისძიებას ზაფხულში წარმოგვიდგენს, სადაც გაგვაცნობს თუ როგორი იქნება ახალი ოპერაციული სისტემები, მათ შორის iOS 13.
სამწუხაროდ არ არის დაზუსტებული თუ რომელ მოწყობილობებს ექნებათ ახალი სისტემის მხარდაჭერა. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს მოდელები განახლებას ვერ მიიღებენ: — iPhone 5s, iPhone 6, iPhone 6 Plus, iPad Mini Retina, iPad Air და iPod Touch-ი მეექვსე თაობა.