სიახლეები

Apple Watch-ი მალე საფრთხის შესახებ გაგაფრთხილებთ

433views

ის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ Apple-ისთვის ძალიან მნიშვენლოვანი საკითხია ჯანდაცვის სფერო. მათ ეს უკვე გამოხატეს თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტით –– Apple Watch-ით. როგორც იცით, საათების ბოლო ვერსიებს ელექტრო კარდიოგრამის (ეკგ) ფუნქცია აქვთ.

ცოტა ხნის წინ, Apple-მა ახალი პატენტი შეიმუშავა, ეს არის მინიატურული სენსორი, რომლის ძირითადი მიზანია გააფრთხილოს მფლობელები საშიშროების შესახებ. საშიშოროებაში იგულისხმება –– ჰაერში აღმოჩენილი შხამიანი ან ტოქსიკური გაზები.

ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი გაჟონვის აღმოჩენა შეუძლებელია.

მაგალითად: ხაშირბადის მონოქსიდი –– რომელსაც არც სუნი და არც ფერი აქვს, ის განსაკუთრებით საშიშია.

პატენტის დოკუმენტის მიხედვით, სენსორს შეუძლია აღმოაჩინოს აზოტის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი და სხვა აქროლადი ორგანული ნაერთები. სავარაუდოა, რომ სენსორი მუდმივად აკონტროლებს ჰაერის ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს აცნობოს მის მფლობელს –– თუ მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია საგრძნობლად აღემატება მის ფარგლებში.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი