სიახლეები

გერმანიაში iPhone-ების გაყიდვა აიკრძალა –– რა ხდება Apple-ში?

1.05Kviews

ეს კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზია თუ რატომ გაიაფდა Apple-ის ფასიანი ქაღალდები. როგორც ცნობილია, კომპანია Qualcomm-მა Apple-ს  მიუნხენის სასამართლოში დავა მოუგო, სასამართლოს მიხედვით, Apple-მა საპატენტო უფლებები დაარღვია. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში  iPhone 7, 8, Plus ვერსიები და ასევე  iPhone X-ის გაყიდვები აიკრძალება.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ენერგო მოხმარების ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებას. Qualcomm-ს აქვს ამბიცია, რომ კიდევ ერთხელ უჩივლოს Apple-ს და დააყენოს ახალი მოდელების გაყიდვის აკრძალვის საკითხიც.

რა თქმა უნდა Apple-ი ასე არ გაჩერდება და ამ ვერდიქტს აუცილებლად გაასაჩივრებს, რადგან კომპანიისთვის ეს ევროპაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ბაზარია.  iPhone-ის წილი გერმანიის მობილური ტელეფონების ბაზარზე, შეადგენს დაახლოებით 16-დან 22%-ამდე.

Counterpoint Research-ის მონაცემებით: Apple-მა 2017 წელს გერმანიაში, 8 მილიონი iPhone გაყიდა.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი