მიუხედავად ანალიტიკოსების მოლოდინისა, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა Greg Josviak-მა განაცხადა: „iPhone XR უფრო მოთხოვნადი მოდელია”.
გაყიდვების დაწყების დღიდან, iPhone XR-ზე დიდი მოთხოვნაა. სმარტფონის ღირებულება 750 დოლარიდან იწყება, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
გაყიდვების კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით კითხვებზე, გრეიგი არ პასუხობს. როგორც ცნობილია, Apple-მა ამ თვეში უკვე მეორედ შეამცირა სმარტფონების წარმოების ტემპი.
ბევრი ანალიტიკოსის აზრით, Apple-მა წელს იმ რაოდენობით ვერ გაყიდა iPhone-ი, რამდენიც თავად სურდა. კუპერტინოში კი ამას არ აღიარებენ. [CNet]