ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ უეცრად ახალი ღონისძიება დააანონსა, რომელიც 30 ოქტომბერს, სამშაბათს, ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში გაიმართება.
Apple-მა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ახალი ბანერი გამოაქვეყნა — სათაურით “კიდევ რაღაც არის შექმნის პროცესში”
მრავალი ჭორებისა და პრესის მიხედვით, ველოდებით შემდეგ სიახლეებს:
— ახალი iPad Pro მთლიანი ეკრანით;
— განახლებული Mac mini
— განახლებული Macbook-ი, რომელიც Macbook Air-ს შეცვლის;
ღონისძიებამდე 2 კვირაზე ნაკლები დაგვრჩა, ივენთი საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ!