AnTuTu-მ აგვისტოს შედეგები შეაჯამა და დაასახელა ყველაზე ძლიერი სმარტფონების სია ბაზარზე.
პირველ ადგილზე გავიდა Xiaomi Black Shark-ი, რომელმაც დააგროვა 292 887 ქულა, მეორეზე კი Meizu 16 – რომელმაც 291 025 ქულა დააგროვა.
სამეულში ასევე მოხვდა Smartisan Nut R1 მისი ქულები 289 490-ს შეადგენს.
ტოპ 10 ძლიერ სმარტფონებში კი ესენი მოხვდნენ: Vivo NEX, Xiaomi Mi 8 Explorer Edition, OPPO Find X, OnePlus 6, Samsung Galaxy Note9.
ამ რეიტინგში მხოლოდ ანდროიდზე მომუშავე სმარტფონები არის, რაც შეეხება iPhone X-ს, რომელიც დიდი ხანი ლიდერი იყო, ასეთი ქულა მიიღო:
Apple-ის ფლაგმანმა მხოლოდ 245 149 ქულას მიაღწია. ეს უფრო ნაკლებია ვიდრე Xiaomi Mi Mix 2S. აქედან გამომდინარე, ათეულში ის მაინც არ მოხვდა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია 12 სექტემბერს დაველოდოთ და ერთად ვნახოთ როგორი iPhone-ი მოხვდება ამ სიის სათავეში! 🙂