ბოლო პერიოდში, კალიფორნიაში, Apple Store-ი უკვე არაერთხელ გაძარცვეს. მხოლოდ აგვისტოს თვეში, კომპანიის მაღაზიებში 5 შეჭრა დაფიქსირდა.
ბოლო თავდასხმა კერძოდ Burlingame-ის Apple Store-ში დაფიქსირდა.
მძარცველები მაღაზიაში, კვირას, 11 საათსა და 30 წუთზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთში მათ მოახერხეს ყველა iPhone-ის, iPad-ისა და Macbook-ის გატანა რაც მაღაზიაში იდო.
მძარცველების დაპატიმრება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სახელმწიფომ ზიანი 19 ათასიდან 66 ათას დოლარამდე შეაფასა.
ყველა მოპარული გაჯეტი დემო ვერსიაა, ეს იმას ნიშნავს რომ Apple-ს მისი დისტანციურად ჩაკეტვა შეუძლია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჰაკერებს, რომლებსაც დიდი ფულის აღება არაფორმალურ სერვის ცენტრებში სათადარიგო ნაწილების ჩაბარებით შეუძლიათ.
წყარო: [ABC7]