ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ბოლო პერიოდში კიდევ რამდენიმე მაღაზია გახსნა. შენობის დიდი ნაწილი მინისგან შედგება, ხოლო პატარა ნაწილი ხისგან. ასევე ტეროტორიაზე განთავსებულია ხეები. თუ ჩიკაგოში იმყოფებით და ასეთ შენობაში მოხვდით, შესაძლოა ეს Apple Store კი არა McDonald’s-ის ახალი რესტორანი იყოს.
მინი კუბის შენობა — ეს არის Apple Store-ის არაოფიციალური სიმბოლო, მაგრამ ამ მინის კუბში ჰამბურგერები და კარტოფილი ფრი იყიდება. შუშის კედლების უკან ბევრი ხის ელემენტია, ამ შემთხვევაში McDonald’s-ში ისევე როგორც Apple Store-ში, მეგობრული გარემოა. ისინი ზრდიან ხეებს შენობაში და შენობის სახურავზე.
Apple-მა მაღაზიებში განათავსა ბევრი დასაჯდომი ადგილი და კუთხე, მათვის ვისაც სურს კარგად გაეცნოს პროდუქტებს ან უბრალოდ დაისვენოს. McDonald’s-ის ახალი რესტორანიც გამორჩეულია ამ კომპონენტში, რესტორანში არის ადგილები იმათთვის ვინც ჭამს და მათთვისაც ვისაც უბრალოდ დასვენება სურს.
ახალი McDonald’s-ი Apple Store-სგან იმით განსხვავდება რომ ის კვირაში 7 დღე და 24 საათი მუშაობს.