სიახლეები

რამდენი ადამიანი სარგებლობს Apple Pay-თ?

691views

გასული წლის განმავლობაში, iPhone-ის მომხმარებლების თითქმის მესამედმა განახორციელა Apple Pay-ს საშუალებით გადახდა. ამის შესახებ კომპანია Loup Ventures-ის ანალიტიკოსების ახალი კვლევები იტყობინება.

ექსპერტების თქმით, Apple-ის გადახდის სისტემით 252 მილიონი ადამიანი სარგებლობს — ეს დაახლოებით კომპანიის მომხმარებლების 31%-ს უდრის. თავად Apple-ს გადახდის სისტემასთან დაკავშირებით სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ტიმ კუკმა განაცხადა, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში ამ მომსახურებით თითქმის მილიარდი ტრანზაქცია განხორციელდა. ამასთანავე იზრდება პარტნიორი ბანკების რაოდენობა, კომპანიამ ივლისში განაცხადა, რომ Apple Pay-ს მხარდაჭერა უკვე 4.900 ბანკს აქვს.

პარტნიორი ბანკების რაოდენობა დეკემბრიდან — 1701-ით გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში 55%-ანი ზრდა არის, აზიაში 141% და ევროპაში 370%.

Apple Pay ბევრად უფრო პოპულარულია საზღვარგარეთ სადაც 85%-ანი ზრდა იყო, ხოლო აშშ-ში მხოლოდ 15%-ანი.

საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ტაივანი, ირლანდია, იტალია, დანია, ფინეთი, შვედეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია, უკრაინა, ნორვეგია და პოლონეთი. ეს არის Apple-ის სია, სადაც აპირებს ამ კუთხით განვითარებას.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი