2017 წელს პირველად ვიხილეთ ყველაზე მაღალ ბიუჯეტური iPhone X — რომელიც 999 დოლარი ღირდა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამით Apple-მა არა მხოლოდ თავისი, არამედ ზოგადად სმარტფონების ინდუსტრიაში ფასების ზღვარი შეცვალა. ჩვენი საყვარელი კომპანია ძალიან მალე კიდევ ერთ მასობრივ პროდუქტს შემოგვთავაზებს — iPhone X Plus. არის ვარაუდები, რომ მისი ფასი 1200 დოლარს მიაღწევს და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. მაშ ასე, საინტერესოა არიან თუ არა მომხმარებლები მზად, რომ სმარტფონში ამდენი გადაიხადონ?
როგორც იცით, ივლისის ბოლოს Apple-მა ფინანსური აქტივობების შესახებ გვამცნო, ამას გარდა ღონისძიების მსვლელობისას ეფლის გენერალურმა დირექტორმა — ტიმ კუკმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად წარმატებული იყო iPhone X. მისი თქმით, ამ დროისთვის სმარტფონებს შორის iPhone X საუკეთესო გაყიდვად მოდელად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები iPhone X-ს წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდნენ, კომპანიამ კვლავ მოახერხა იმის დადასტურება, რომ მომხმარებლები მზად არიან სმარტფონში გადაიხადონ იმდენად მნიშვნელოვანი თანხა — როგორც 999 დოლარია.
მაღალი ფასების ტენდენცია უკვე შეინიშნება Android მოწყობილობების მწარმოებლებთანაც. მაგალითად: Samsung-მა ბოლო ორი წლის მანძილზე, ფლაგმანების ფასი 15%-ით გაზარდა. Huawei-მ 33%-ით, ხოლო OnePlus-მა 42%-ით.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სმარტფონების ფასები იზრდება. ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარება წლიდან წლამდე უფრო ძვირდება. ამასთან ერთად, ინდივიდუალური კომპონენტების ფასები იზრდება — ამის მიზეზი წარმოების სირთულის გაზრდაა. სხვა საკითხებთან ერთად ინფლაცია თავის როლს თამაშობს. ამ ყველაფერმა არ შეიძლება, რომ გავლენა არ მოახდინოს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე.
და თქვენი აზრით, რა თანხა უნდა ღირდეს სმარტფონი?
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group