სიახლეები

ვინ იხეირა ყველაზე მეტად Apple-ის აქციებით

622views

როდესაც Apple-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონს მიაღწია, ბუნებრივია კომპანია გახარებული იყო. ტიმ კუკმა განაცხადა რომ მათ მიაღწიეს საამაყო ციფრს, მაგრამ არავინ იყო ისეთი ბედნიერი, როგორც ინვესტორები. მოდით ვისაუბროთ მათზე, ვინც Apple-ის აქციების ზრდით ძალიან იხეირა.

Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა ვორენ ბაფეტმა, Apple-ის აქციები ჯერ კიდევ 2016 წელს შეიძინა, რომელმაც მილიარდი დოლარი დახარჯა. დროთა განმავლობაში, კონგლომერატი უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებდა, საბოლოო თანხა 30 მილიარდი იყო. დღეს მათი წილი 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამას გარდა, Apple-ის უმსხვილესი მფლობელები: Funds Vanguard, BlackRock და State Street Corp-ი წილის 16%-ს ფლობენ.

ცალკე შეგვიძლია იდენტიფიცირება გავუკეთოთ ჯონ სკალის, ამ კაცმა 1985 წელს სტივ ჯობსი გაანთავისუფლა. როდესაც სტივი დაბრუნდა კომპანიაში, სკალიმ მაგ დროიდან დაიწყო თავისი აქციების შექმნა. მან ასევე დიდი მოგება ნახა Apple-ის ტრილიონით.

Mark Coughlin-ი Apple-ის ყოფილი თანამშრომელი და რეალიზატორი 1980 და 1981 წლებში — მან მიიღო Apple-ის აქციები როგორც ჯილდო. მან მიიღო დაახლოებით 1,000 აქცია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 51 ცენტი ღირდა. დღეს მისი თითო აქცია 270 დოლარი ღირს. Coughlin-ი ამბობს რომ მას ყოველთვის სჯეროდა სტივის, მას სჯეროდა წარმატების.

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი