სიახლეები

შესაძლოა Apple Watch-ისა 
და HomePod-ის ფასი გაიზარდოს

461views

HomePod-ის, AirPods-ის და სხვა Apple-ის აქსესუარების ფასი შესაძლოა გაიზარდოს. ამის მიზეზი აშშ-ის მთავრობის მიერ, ახალი მოვალეობის დანერგვაა, რომელიც ჩინეთიდან წარმოებულ საქონელს შეეხება. როგორც Financial Times-ი წერს, ეს გავლენას იქონიებს Apple-ის ჭკვიან საათზე – Apple Watch-ზე.

ჩინურ საქონელზე 10%-ანი გადასახადი, რომელიც 200 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა. მისი აზრით, ეს აშშ-ს პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის და ასევე გახდება სახაზინო შემოსავლის დამატებითი წყარო. რაც შეეხება iPhone-ს Mac-სა და iPad-ს, ეს კანონი მათ არ შეეხებათ.

აქედან გამომდინარე, Apple-ს მოუწევს გაზარდოს ფასები, HomePod-ზე, AirPods-ზე და Apple Watch-ზე. ამ კანონის ქვეშ მოხვდა სხვა კომპანიების სახლის ასისტენტებიც.

ეს ცვლილება ჩვენს ქვეყანაში არ იმოქმედებს, ამიტომ ფასები იგივე დარჩება.

გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი