სიახლეები

Apple-ი ახალ iPad-ში ყურსასმენის გასრთის გაუქმებას და მის კომპაქტურობაზე აქცენტის გაკეთებას აპირებს

477views

2018 წლის iPad Pro წინა თაობის დიაგონალებს გაიმეორებს, მაგრამ ამავე დროს მიიღებს უფრო კომპაქტურ შიგთავსს — იტყობინება ცნობილი იაპონური წყარო Mac Otakara.

ამავე წყაროს ცნობით, iPad-ის 10.5 ინჩიანი მოდელი ამ ზომების იქნება: 247,5x 178,7x 6მმ.

ახალი iPad Pro — განსხვავებები

ასევე ცნობილია, რომ Apple გააგრძელებს ტრადიციას და როგორც iPhone 7-ის შემთხვევაში მოხდა, აიპადიდანაც გაქრება 3.5მმ აუდიო გასართი. როგორც სმარტფონების შემთხვევაში, ვარაუდობენ რომ iPad-ი მიიღებს უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიას. როგორც სმარტფონების შემთხვევაში მოხდა, ამ გადაწყვეტილებას მოყვება Smart Connector-ის გადაადგილება ქვედა მხარეს, რომელიც აქამდე გვერდზე იყო.

Smart Connector-ის გადაადგილება ნიშნავს იმას, რომ iPad-ი კლავიატურასთან არა ჰორიზონტალურად, არამედ უკვე ვერტიკალურად დაერთდება. iPad-ის ასე გამოყენება შესაძლოა უფრო კომფორტული იყოს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ Mac Otakara-ს ვარაუდები ამჯერად ბოლომდე არ გამართლდეს.

 

 

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი