ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მეორე კვარტალში iPhone-ის პოპულარობა გამოიკვეთა. სხვადასხვა მოდელები ამ პერიოდში ყველა ქვეყანაში იყიდებოდა.
CIRP-ის მონაცემების მიხედვით, iPhone 8 Plus სხვა მოდელებთან შედარებით ყველაზე ცნობილია. ჩვენ შევეცდებით ამის მიზეზი დავადგინოთ.
აშშ-ში მეორე კვარტლის მიხედვით, გაყიდვების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- iPhone 8 Plus 24%
- iPhone X 17%
- iPhone 8 13%
დანარჩენი 54 პროცენტი 2017 წლის და ძველ მოდელებზე ნაწილდება.
რატომ ხდება ასე? ფაქტია რომ დღეს iPhone 8 Plus-ს Apple-ის ყველაზე პოპულარული iPhone შეგვიძლია ვუწოდოთ. მომხმარებლებს აქვთ განსაცვიფრებელი ეკრანი და უკაბელოდ დამუხტვის ფუნქცია. iPhone X-ის კამერა არ განსხვავდება 8 Plus-ისგან, მაგრამ მან შეინარჩუნა მთავარი ღილაკი ეკრანის ქვეშ.
iPhone 8 Plus არის ძლიერი და კარგი დამხმარე მომხმარებლისთვის iPhone X-ის მსგავსად, მაგრამ ამავე დროს, მისი ფასი უფრო მისაღები და არასაშიშია. მომხმარებლებს შეუძლიათ რომ უფრო იაფად ქონდეთ iPhone.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group