Mark Gurman-ის განცხადებით, Apple გეგმავს ახალი აპარატების ტექნიკური ნაწილი შეცვალოს.
რეპორტიორის განცხადებით კომპანია ამას iPhone X-ში აპირებდა, მაგრამ მათ ამ პროცესის შეჩერება რამოდენიმე მიზეზის გამო მოუწიათ:
1.უკაბელო დამუხტვა უფრო ნელია
2.უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგიის მქონე iPhone უფრო ძვირია
Apple-ის ინჟინერები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ამოიღებენ ყველა ფიზიკურ ღილაკს და გარე პორტებს ყველა iPhone-იდან. ეს ყველაფერი ლოგიკურად ჟღერს, რადგან თავად კუკი ამბობდა, რომ კომპანია მთლიანად უერთდება უკაბელო ტექნოლოგიებს.
ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო iPhone 7-ში 3.5მმ-ანი პორტის ამოღება. სავარაუდოდ, AirPower-ის გამოსვლასთან ერთად, კომპანია გამოაცხადებს სრულ უკაბელო ტექნოლოგიების განვითარებას. მომავალ წელს iPhone დამუხტვის პორტის გარეშე გვექნება.
წყარო: Macrumors