iOS 12-ზე მომუშავე მოწყობილობები, ავტომატურად გააგზავნიან ინფორმაციას მათი ადგილმდებარეობის შესახებ საგანგებო სამსახურში ზარის განხორციელების დროს. ამ ინფორმაციას კომპანია 9to5mac-ის წარმომადგენლები ავრცელებენ. ეს ინოვაცია სექტემბერში, iOS 12-თან ერთად გვექნება, მაგრამ თავიდან ის მხოლოდ აშშ-ში იმუშავებს.
ეს ინოვაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს, საგანგებო სიტუაციაში არ მოუწიოთ თავიანთი სიტუაციისა და ადგილმდებარეობის აღწერა. ეს ფუნქცია დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას სამაშველო სამსახურზე.
ეს ფუნქცია განხორციელდება კონფიდენციალურობის მკაცრი პრინციპების შესაბამისად. ასე რომ, საგანგებო სამსახურების გარდა, ვერავინ ვერ შეძლებს ამ ინფორმაციის მიღებას.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group – Twitter