კორეულმა კომპანიამ iPhone 3GS-ის გაყიდვები გამოაცხადა. Apple-მა ეს iPhone მსოფლიოს 9 წლის წინ გააცნო. სმარტფონს Foxconn-ი აწარმოებდა, რომელი სმარტფონის წარმოებაც უკვე წლების წინ შეწყვიტა.
როგორც წყარო იტყობინება, კორეულ უმსხვილეს კომპანია SK telink-ში, კვლავ არსებობს iPhone 3GS-ის დიდი მარაგი.
„რაც კარგია, არასდროს გაქრება”— ამ დევიზით კომპანიამ გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით გვამცნო.
ყველა სმარტფონი გადაფუთილია ახალ პრემიუმ ხარისხის ყუთებში და მისი საცალო ფასი 40 დოლარს შეადგენს.
წყარო: Phonearena