როგორც იცით, გასულ კვირას Apple-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა App Store-ში.
ამ ცვლილებების მიხედვით — აპლიკაციას უფლება არ ექნება მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიცირება. Apple-მა დეველოპერებს აუკრძალა მომხმარებლების თანხმობის გარეშე ამ მონაცემების შეგროვება და გაყიდვა.
მომხმარებლის კონტაქტების წიგნაკი შესაძლოა შეიცავდეს: სახელებს, სამუშაო და სახლის მისამართებს, ტელეფონის ნომრესბს, დაბადების თარიღებს და სხვადასხვა ფოტოსურათს.
ამიერიდან მომხმარებელმა თავად უნდა დაადასტუროს ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი წვდომის მიღებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს დაეკითხონ.