სიახლეები

გავიხსენოთ Apple-ის ბოლო 10 WWDC-ის ღონისძიება (ფოტოები)

438views

WWDC 2008

თარიღი: 9 ივნისი

ათი წლის წინ, WWDC 2008 Apple-მა დაიწყო გლობალური მიმოხილვებით. ზუსტად 1 საათის განმავლობაში Scott Forstall-მა ისაუბრა პროგრამულ განახლებაზე.

ასევე ისაუბრა iWork-ზე App store-ზე და iPhone OS 2.0-ზე. ამავე დროს, წარმოგვიდგინა OS X Leopard 10.6.

ასევე განაცხადეს რომ გაიყიდა 6 მილიონი iPhone 2G და წარმოგვიდგინეს iPhone 3G GPS 8GB-ანი მოცულობით, თავისი ახალი ჯეკით და სასიამოვნო ფასით — $200.

WWDC 2009

თარიღი: 9 ივნისი

ერთი წლის შემდეგ Apple-მა iPhone-ისთვის ახალი ოპერაციული სისტემა წარმოადგინა, ასევე ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS-ისთვის OS Snow Leopard.

ღონისძიების მთავარი მოვლენა MacBook Pro-ების 13; 15 და 17 დიუმიანი ეკრანის განახლება იყო.

შარშანდელი 3G-ის შემდეგ, სტივ ჯობსმა წარმოადგინა ახალი iPhone 3GS.

WWDC 2010

თარიღი: 7 ივნისი

ახალი ზაფხულის პრეზენტაცია და ახალი iPhone 4.

ამ პრეზენტაციაზე iPhone OS გახდა უკვე iOS. ამ დროს Apple-მა გამოუშვა iOS 4. Apple-მა წარმოგვიდგინა: FaceTime, iMovie App.

ამ წელს Mac OS-ზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

WWDC 2011

თარიღი: 6 ივნისი

Apple-მა პირველად წარმოგვიდგინა სერვისი — iCloud.

ამ პრეზენტაციზე სტივ ჯობსმა ბევრი ისაუბრა Mac OS X Lion-ზე. ასევე iOS 5-ზე.

ეს ღონისძიება გახდა პირველი, სადაც ახალი iPhone არ გამოსულა.

WWDC 2012

თარიღი: 11 ივნისი

ეს ღონისძიება ძალიან მდიდრული გამოვიდა, ეს იყო პორტატული კომპიუტერების დიდი პრეზენტაცია სადაც Apple-მა MacBook Air-ი და MacBook Pro Retina-ს მხარდაჭერით წარმოგვიდგინა.

ამას გარდა, იყო პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციები. წარმოგვიდგინეს სისტემური განახლება OS X Mountain Lion და iOS 6.

WWDC 2013

თარიღი: 10 ივნისი

5 წლის წინ Apple-მა სასიამოვნო პრეზენტაცია შემოგვთავაზა. WWDC 2013-ზე კომპანიამ გაგვაცნო ახალი MacBook Pro და განახლებული MacBook Air-ი. ასევე iOS 7-ის მთლიანი რედიზაინი და OS X 10.9 Mavericks-ი.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი კონფერენცია დეველოპერებისთვის.

WWDC 2014

თარიღი: 2 ივნისი

ერთი წლის შემდეგ, იმ ბრწყინვალე პრეზენტაციის შემდეგ, მომხმარებლებს დაგვრჩა ისეთი განცდა, რომ კომპანია აშკარად გადაღლილი იყო.

იყო დიდი გამოსვლები iOS 8-სა და OS X 10.10-ზე. ამ ღონისძიებაზე მოწყობილობები არ განახლებულა.

WWDC 2015

თარიღი: 8 ივნისი

2015 წლის ივნისში Apple-მა ოპერაციული სისტემა watchOS-ი პირველი წარმოგვიდგინა, ასევე დააანონსა iOS 9 და Mac OS X 10.11 El Capitan.

ამავე პრეზენტაციამ ხაზი გაუსვა Apple Music-ს. Apple წარადგინა ღირსეული კონკურენტი Spotify-სთვის.

WWDC 2016

თარიღი: 13 ივნისი

Apple-მა განაგრძო ბოლო წლების ტრადიცია და აქცენტი მხოლოდ პროგრამებზე გააკეთა და კომპანიამ მოწყობილობები არ განაახლა.

ამჯერად პროგრამისტებმა საკმაოდ პროდუქტიულად იმუშავეს და ერთდროულად 3 OS-ი წარმოგვიდგინეს. MacOS Sierra, iOS 10, tvOS 10, WatchOS 3.

WWDC 2017

თარიღი: 10 ივნისი

შარშანდელი WWDC საკმაოდ დახუნძლული გამოვიდა, Apple-მა გაგვაცნო ახალი სტილის iPad-ი — iPad Pro. დააანონსა iMac Pro და MacBook-ის მცირე ტექნიკა. ამას გარდა, ახალი ინტრიგა, ჭკვიანი ასისტენი HomePod-ის სახით.

2018 წლის ღონისძიებაზე ბევრ კარგ სიახლეს ველოდებით, ტრადიციულად ორგანიაზია გემუგი ჯეოლაბში გეპატიჟებათ.

 

Comments

comments

Leave a Response