ტაივანური გამოცემა Economic Daily News-ი ამტკიცებს, რომ Apple მომავალ წელს ერთ-ერთ სმარტფონს 3 კამერას დაუმონტაჟებს.
Deutsche Securities-ის ანალიტიკოსმა Jialin Lu-მა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, 3 კამერიანი iPhone სამგანზომილებიანი სივრცის სკანირებას შეძლებს.
ორი სენსორი ობიექტს სხვადასხვა კუთხით დაინახავს, ხოლო მესამე კამერის დახმარებით ობიექტს სამკუთხა მეთოდით გადაიღებს.
ამ სიახლეში მეორე პუნქტი, რამაც ყურადღება მიიქცია — ოპტიკური ზუმის გაუმჯობესებაა. ის გაუმჯობესებას მესამე კამერის დახმარებით მოახერხებს.
სხვათაშორის, ამ სქემით მუშაობა გამოყენებულია Huawei P20 Pro-ში.
წყარო: MacRumors